ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 14 მაისს 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწიეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 61 მილიონ 250 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.5 პროცენტით, მაქსიმალური 6.56 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.509 პროცენტით განისაზღვრა.