ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 12 დეკემბერს, 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, ხოლო მოთხოვნამ 60 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.01 პროცენტით, მაქსიმალური 7.04 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.018 პროცენტით განისაზღვრა.