ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 93 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.69 პროცენტით, მაქსიმალური 6.71 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.699 პროცენტით განისაზღვრა.