ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 11 ივნისს 60 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო მოთხოვნამ 138 მილიონ 230 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.6 პროცენტით, მაქსიმალური 6.71 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.684 პროცენტით განისაზღვრა.