ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 14 მაისს, 60 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო მოთხოვნამ 137 მილიონ 535 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.7 პროცენტით, მაქსიმალური 6.74 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.729 პროცენტით განისაზღვრა.