ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი 76 მილიონ 845 ათასი ლარი შეადგინა.ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.7 პროცენტით, მაქსიმალური 8.47 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.235 პროცენტით განისაზღვრა.