ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 23 ივლისს, 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 113 მილიონ 780 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.95 პროცენტით, მაქსიმალური 7.07 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.983 პროცენტით განისაზღვრა.