ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 12 დეკემბერს 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი 63 მილიონ 230 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.2 პროცენტით, მაქსიმალური 7.29 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.253 პროცენტით განისაზღვრა.