03:56
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
27-12-2018

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 26 დეკემბერს, 30 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, ხოლო მოთხოვნამ 52 მილიონ 735 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.3 პროცენტით, მაქსიმალური 7.59 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.41 პროცენტით განისაზღვრა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები