ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ექვსთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სერთიფიკატები 28 სტაჟიორს გადაეცა, მათგან წარჩინებული 22 ახალგაზრდა კი, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდება.უწყების ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით გაიარეს.