ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.