ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოქროს კონტრაბანდის ფაქტი აღკვეთეს. საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ მან საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანა სცადა.