ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

2021-06-01 10:04:03+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.