საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამსახურის, უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფება. საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, რუსტამას ლიუბაჟევასს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს ენტონი მიკულსკისს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი. შეხვედრის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდაც.