საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გოდერძიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შპს "ბადაგონის" წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა განცხადებით, რომლის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე.