ფინანსთა სამინისტრომ დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

ფინანსთა სამინისტრომ დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2021-07-20 09:48:18+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 ცალი „PUFF“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტროსიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 16 000 ლარს.

დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.