ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფინანსთა მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები.