ფინანსთა მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს ის ინიციატივები და რეფორმები გააცნო, რომელსაც სამინისტრო გეგმავს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმას დაეთმო, რაც ჯამში 60 მილიონი ლარის წვდომას აძლევს მეწარმეებს. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ბიზნესის კეთების გაადვილების კუთხით. შეხვედრაზე საბაჟო პროცედურების გაადვილების საკითხზეც იმსჯელეს.