ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისი წინამორბედი მინისტრი, მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია.
მაჭავარიანმა დღეს გავრცელებულ შესაბამის ინფორმაციას „ტყუილი“ და „სიბინძურე“ უწოდა.
„არავის უკვირს, როცა ჩვენს მედიაში პერიოდულად გაიჟღერებს ტყუილი. ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე მე დიდი ხანია არ მომისმენია. მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარიც არ ყოფილა, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.