მთავრობის განცხადებით, ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია - Palitra News

მთავრობის განცხადებით, ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია

2020-06-09 11:20:11+04:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია.

როგორც კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 400 მილიონამდე იზრდება.

კაკაურიძის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, ჯამში გასაწევია 1 მილიარდ 920 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯები.