ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარება ხელოვნური არ არის. მინისტრი აღნიშნავს, რომ ის არც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება, რამდენადაც მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციისკენაა მიმართული. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა იქნება ორ ან სამ თვეში, რადგან ლარის კურსზე საგარეო მოვლენების გავლენა, ტურიზმის განვითარება და კორონავირუსის გამო ფრენების შეფარხება იმოქმედებს.