ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უახლოეს პერიოდში მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენას აანონსებს.მინისტრის თქმით, კრიზისულ მდგომარეობას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული შეხვდა. მისივე თქმით, სტიმულირების მექანიზმების დამუშავება პარტნიორებთან ერთად ხდება. მისივე ინფორმაციით, შექმნილია ფისკალური ბუფერები, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და კრიზისულ სიტუაციაში მოხდება რეზერვების გამოყენება. მისივე თქმით, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი კორონავირუსის გამო არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები, რის შედეგადაც მაჭავარიანი სერიოზული დახმარების მობილიზებას მოელის.