ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში, - ასეთი იყო ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის კურსის რყევების კომენტირებისას. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაციით შედარებით დარეგულირდა. ფინანსთა მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც კობა გვენეტაძე არ გამორიცხავდა, რომ გავლენა პროცესზე მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულმა რეფორმების პაკეტმა გამოიწვია.