ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა. ასევე, 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები. ივანე მაჭაავრიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის წარმატებით დასრულების გამო, სადაც ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე სტუმრობს.