ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა. ივანე მაჭავარიანის თქმთ, პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი უკვე დასახელებულ პირობებს აკმაყოფილებს, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შეერთებია ამ პროცესს.