ტელეკომპანიების "კავკასია" და "ტვ პირველი" დირექტორები ნინო ჯანგირაშვილი და ინგა გრიგოლია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ.
ტელეკომპანიების დირექტორებმა ფინანსთა მინისტრთან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემა განიხილეს. "კავკასიისა" და "ტვ პირველის" ხელმძღვანელები ფინანსთა მინისტრისგან ყველა ტელეკომპანიის თანაბარ პირობებსი ჩაყენებას ითხოვენ. ინგა გრიგოლიას განცხადებით, უსამართლობაა როდესაც 1 კომპანიას, რომელიც მრავალმილიონიან დავალიანებას წლობით არ იხდიდა განწილვადება გაუკეთეს, მეორეს კი გადავადებაზე უარი უთხრეს და ინკასო დაადეს.