გერმანიის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ გერმანიას შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომში ჩართვა არ სურს. ის თვლის, რომ ტარიფების საპასუხო გაზრდა არაა გამოსავალი და ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ურთიერთობის გამწვავებას.მისი ეს განცხადება არის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მალე ევროპაში წარმოებულ ავტომობილებზე იმპორტის ტარიფს გაზრდის.
გერმანიის ფინანასთა მინისტრის თქმით, საუკეთესო რამ, რაც ზრდას და გამდიდრებას შეუწყობს ხელს, თავისუფალი ვაჭრობაა და იმედოვნებს, რომ ქვეყანა არაერთ გლობალურ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს.