ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა - Palitra News

ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

2020-02-24 13:02:00+04:00

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

მინისტრის ამ ქმედებას ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრების მხრიდან პროტესტი მოყვა. ლევან კობერიძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს "პარლამენტი და რეგლამენტი ფეხებზე კიდია".