ფინალისიმას შეხვედრაში ევროპისა და სამხრეთ ამერიკის გამარჯვებულ ნაკრებებს, იტალიასა და არგენტინას შორის გამართულ შეხვედრაში გამარჯვება არგენტინელებმა იზეიმეს.
მატჩი ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა, სადაც არგენტინელებმა იტალიას 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ანგარიში პირველ ნახევარში გაიხსნა. 28-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა ლიონელ მესის საგოლე გადაცემით გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ანგარიში გააორმაგა თავისი გუნდის უპირატესობა, ამჯერად საგოლე პასის ავტორი მარტინესი გახდა. მესამე გოლი პაულო დიბალამ მეორე ტაიმის დამატეით დროში გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელები ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ, ბოლო სამხრეთ ამერიკის თასი არგენტინის ნაკრებმა მოიგო.
ცნობისთვის, UEFA-მ და CONMEBOL-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ძალაშია 2028 წლის 30 ივნისამდე. სწორედ ამ ღონისძიებაზე მხარეები იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მატჩის გამართვაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ფინალისიმა ეწოდა.