"და ჩვენ ვიცეკვეთ" - შემოქმედებითი ჯგუფი ფილმის სამუშაო ვერსიის არალეგალურად გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ვიდეო-მიმართვაში ფილმის რეჟისორი ლევან აკინი და მსახიობი ლევან გელბახიანი აცხადებენ, რომ განხორციელდა კიბერშეტევა და ინტერნეტსივრცეში ფილმის სამუშაო ვერსია დაუდგენელმა პირებმა ავტორიზაციის გარეშე გაავრცელეს. შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს. ამავე ვიდეო-მიმართვაში ლევან აკინი და ლევან გელბახიანი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს და მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ფილმის პრივატული გავრცელებისგან, რადგან ეს საფესტივალო კამპანიას ხელს შეუშლის.