Paramount-მა ფილმის „კლიფორდი - დიდი წითელი ძაღლი“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაცით, სურათი ძაღლზე მოგვითხრობს, რომელსაც ჯადოქარი პატარა გოგოს, ემილის აჩუქებს. ემილი მას ეკითხება, რამხელა გაიზრდება ლეკვი, ის კი პასუხობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად ძლიერად ეყვარება მას ცხოველი. როცა მეორე დილას ემილი იღვიძებს, კლიფორდი გიგანტურ ზომამდე გაზრდილი ხვდება.
ფილმის რეჟისორი უოლტ ბეკერია. მთავარ როლებს სურათში დერბი კემპი, სიენა გილროი, ჯეკ უაითჰოლი ასრულებენ. ფილმის პრემიერა 17 სექტემბერს შედგება.