აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საზოგადოებამ 2018 წლის ფილმად ჩინელი რეჟისორის, ხლოი ჩჟაოს "მხედარი" დაასახელა. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს. ფილმში გადმოცემულია კოვბოი ბრედის შესახებ, რომელსაც თავის ტრავმის გამო როდეოს მიტოვება მოუხდა. მთავარი გმირი წარსულ ცხოვრებას უბრუნდება. მეორე ადგილი კრიტიკოსებმა მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ნამუშევარს - "რომას" მიანიჭეს.