მარტინ სკორსეზე ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა ნიუ-იორკის სასტიკი კრიმინალური დაჯგუფებებით და მართალია, თანამედროვე განგსტერების ნაცვლად, ამჯერად 1860-იანი წლების უძველეს ბანდებზე შეაჩერა ყურადღება, მაგრამ მრავალფეროვანი სიუჟეტით და მოვლენებით მდიდარი ისტორიული დრამა "ნიუ-იორკის ბანდები", რომელშიც რეჟისორმა სიყვარული და სიძულვილი, პოლიტიკა და შურისძიება გააერთიანა, მაინც იქცა მისი ფილმოგრაფიის ლოგიკურ გაგრძელებად.