14:03
18 სექტემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
ფილმი გაქირავებაში ამბიციური სლოგანით: "რობერტ როდრიგესის ახალი ფეთქებადი ფილმი" ჩაეშვა - დამაინტრიგებელი და ცოტა თავხედური "თავზეხელაღებული"
01-02-2019

1995 წელს გადაღებული ფილმით "თავზეხელაღებული" ახალგაზრდა რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა რამდენიმე წლით ადრე, საკმაოდ წარმატებულ დრამაში"მუსიკოსი" დაწყებული ისტორია გააგრძელა, რომელიც მოგვიანებით, ბოევიკში "ერთხელ მექსიკაში" დაასრულა და ერთგვარი ტრილოგია შექმნა.

"მუსიკოსი" როდრიგესმა 1992 წელს დადგა და სულ რაღაც 7 ათასი დოლარი დახარჯა, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობით და საკუთარ თავზე საცდელი პრეპარატების მოსინჯვით მიიღო. მცირებიუჯეტიანი, პრაქტიკულად გასართობად გადაღებული ფილმის მოულოდნელმა წარმატებამ რეჟისორს ბევრად თამამი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და მანაც პირველ ფილმში დაწყებული ორიგინალური ისტორია მეორეში გააგრძელა, მთავარ პერსონაჟად კი, შურისმაძიებელი მუსიკოსი აქცია, რომელიც საყვარელი ქალის მკვლელის ძიებაში, ახალ ხიფათსა და თავგადასავლებში ებმება.

გაქირავებაში კინოისტორია საკმაოდ ამბიციური სლოგანით: "რობერტ როდრიგესის ახალი ფეთქებადი ფილმი" ჩაეშვა და გაამართლა კიდეც, რადგან დინამიურმა, დამაინტრიგებელმა, ცოტა თავხედურმა ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არა მხოლოდ გაიმეორა წინამორბედის წარმატება, არამედ დაჯაბნა კიდეც.

AutoPlay
ედვარდ ბერგერის "პატრიკ მელროუზი" - "მელროუზი გულისამაჩუყებელი და მიმზიდველი, აუტანელი და გამაღიზიანებელი პერსონაჟია, რომლის მორევა ბენედიქტ კამბერბეტჩს შეუძლია"
09-08-2019
კინომუსიკა: "როკი"; "ლედი და მაწანწალა"
03-08-2019
სერიალი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტები და ჩინელი ჩინოვნიკებიც კი დააინტერესა -"ოქროს გლობუსის" მფლობელი პოლიტიკური ტრილერი "ბანქოს სახლი"
02-08-2019
სერიალი, რომელიც 6 სეზონის მანძილზე 56-ჯერ იყო "ემის" პრემიაზე ნომინირებული - "სოპრანოს კლანმა" შექმნა ახალი ეპოქა და განსაზღვრა ე.წ. "ოქროს ხანა" HBO-ს ისტორიაში
26-07-2019
კინომუსიკა: "დედინაცვალი"; "მეფე ლომი"
20-07-2019
სერიალი, რომელიც 110 ქვეყანაში ნახეს, ემის 15 პრემია დაიმსახურა და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა - უნიკალური ბრიტანული ისტორია "დაუტონების სააბატო"
19-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები