ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების დაფარვის აუცილებლობა შეიძლება გაჩნდეს. ალტერნატივად განიხილება, რომ ფილმები, სადაც მოწევა იქნება ასახული, 18-წლამდე შეზღუდვის ფილმებში, ისეთ დროს გავიდეს, როცა მას მოზარდები არ უყურებენ. ამის თაობაზე პარლამენტში, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ფარგლებში მსჯელობენ. ამასთან, როგორც პროექტის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, საკითხი ამ მიმართულებით მეორე მოსმენით განხილვისას გადაწყდება, მანამდე კი, კარგად იქნება აწონილ-დაწონილი, თუ რა იქნება ზიანის მომტანი და რა - ეფექტის მომცემი.