Sony Pictures“-მა ფილმ „ჩარლის ანგელოზების“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ტელეშოუსა და ფილმების სერიის გაგრძელებაში ჩარლი ტაუნსენდის დეტექტივების სააგენტოს თანამშრომლების როლებს კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა ასრულებენ. ფილმის რეჟისორი ელიზაბეტ ბენქსია. სურათი დიდ ეკრანებზე 2020 წლის ნოემბერში გამოვა.