სტუდია Sony Pictures-მა ფილმ „ბლადშოტის“ (სისხლიანი გასროლა) ტრეილერი გამოაქვეყნა. ამავე სახელწოდების კომიქსის ეკრანიზაციაში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ვინ დიზელი ასრულებს. ის ჯარისკაც რეი ჰარისონის როლშია, რომელიც სუპერძალას ფლობს. მას რეგნერაციისა და მახსოვრობის მომენტალურად შეცვლის უნარი აქვს. ფილმი მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკის ჟანრშია