Amazon Prime Video-ს სერვისმა YouTube-ზე ფილმ „ამერიკაში მოგზაურობის“ მეორე ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. ფილმში აფრიკელი უფლისწულის როლს ედი მერფი ასრულებს.„ამერიკაში მოგზაურობის“ პირველი ფილმის გადაღებიდან 30 წელი გავიდა.ახალი ფილმის სიუჟეტში მერფის გმირი შეიტყობს, რომ მას აშშ-ში ვაჟი გაუჩნდა. ის შვილის გასაცნობად აშშ-ში გაემგზავრება. მისი მიზანია ვაჟის და დედის თავის ქვეყანაში ჩამოყვანა და ოჯახის გაცნობაა.„ამერიკაში მოგზაურობის“ მეორე ფილმის პრემიერა 5 მარტს დაინიშნა. მანამდე ფილმი 2021 წლის ყველაზე სასურველი კინოსურათების სიაში მოხვდა.