ფილიპინებში ტაიფუნ „ფანფონის“ მსხვერპლთა რიცხვი 28 ადამიანამდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი. ტაიფუნი „ფანფონი“ ფილიპინებს სამშაბათს დაატყდა თავს, ასეულობით სახლი დააზიანა და ქვეყნის რვა რაიონში წყალდიდბა გამოიწვია. სტიქიის გამო 43,000 ადამიანი ევაკუირებული იყო, გადაიდო 115 ავია რეისი. „ფანფონი“ მეშვიდე ტაიფუნი იო, რომელიც წელს ფილიპინებს თავს დაატყდა.