ფილიპინებში ტაიფუნს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყანაში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება.
ტაიფუნი "კამური" ქვეყანას ორშაბათს დაატყდა თავს. სტიქიის გამო გადაიდო ასეულობით ავია რეისი. ცვლილება განიცადა "სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების" განრიგმაც, რომელსაც წელს ფილიპინები მასპინძლობს. საევაკუაციო ცენტებს ამ დროისთვის 345,000-მდე ადამიანი აფარებს თავს.