ფილიპინებში შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა, 2 წლის ბავშვიც. ამის შესახებ როიტერი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, წვიმები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.