ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება, შესაძლოა გაზის გაჟონვასაც გამოეწვია. ამასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას არ გამოუწვევია.
აფეთქების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.