ფიჯის კუნძულებს დამანგრეველი ტროპიკული ქარიშხალი "ჰაროლდი" დაატყდა თავს, რომელსაც ყველაზე ძლიერი- მე-5 კატეგორია მიანიჭეს. ქ
არიშხალმა რამდენიმე დღის წინ კუნძულოვან სახელმწიფო ვანუატუს გადაუარა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარის სიჩქარე ამ დროისათვის 235 კმ.სთ.-ს აღემატება.
ბოლო დღეების მანძილზე ფიჯის ჯუნძულებზე უხვმა ნალექებმა მდინარეების ადიდება და დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოწვია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.