23:39
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
24-06-2022

საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. განახლებულ სანაკრებო რეიტინგში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 20 ქულა მოემატა და 1296.46 ქულით 3 საფეხურით, 82-ე ადგილზე აღზევდა. საქართველოს ნაკრებმა გვინეა (1294.89), კიურასაო (1293.35) და ბაჰრეინი (1289.25) ჩამოიტოვა. 80-ეულში შესასვლელად კი ბოლივიას (1298.81) და  ჰონდურასის (1299.69) ნაკრებებისთვის მოგვიწევს გადასწრება. რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, მას  ბრაზილია (1837.56), ბელგია (1821.92), არგენტინა (1770.65), საფრანგეთი (1764.85) და ინგლისი (1737.46) იკავებენ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდგომ მატჩს 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე"  ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

AutoPlay
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიასთან შეხვედრით დაასრულებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსთან დასანანი მარცხი განიცადეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავრ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ბელგიური გამოცემის ინფორმაციით, ჩაკვეტაძე კარიერას „სლოვანში“ გააგრძელებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
კევინ დიურანტმა ბრუკლინიდან გაცვლა მოითხოვა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები