მილანის ლა სკალაში The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიალი ჩატარდა და ფიფამ საუკეთესოები დაასახელა. წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი აღიარეს, მეორე ადგილზე რონალდო (იუვენტუსი), ხოლო მესამეზე ვირგილ ვან დეიკი (ლივერპული) გავიდა. წლის საუკე|თესო მწვრთნელად იურგენ კლოპი აღიარეს, ხოლო საუკეთესო მეკარე ალისონი გახდა. ფერენც პუშკაშის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის "დებრეცენის" 18 წლის ნახევარმცველ დანიელ ჟორის გადაეცა - მან "ფერენცვაროშის" კარი 90+3-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელათი დალაშქრა.