კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისიწნებით, ფიფა მარტსა და აპრილში დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების გადადებას აპირებს. ამ განცხადებას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჯანმრთელოსბის რისკების გამო გავრცემთ რეკომენდაციას ყველა საერთაშორისო მატჩი, რომელიც მარტსა და აპრილში იყო დაგეგმილი, გადაიდოს იმ დრომდე, როდესაც მათი გამართვა შესაძლებელი იქნება უსაფრთხო გარემოში, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.