FIFA-მ "ჩელსის" აპელაცია არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.მიზეზი FIFA-ს რეგულაციების დარღვევაა, რომელიც 18 წლამდე მოთამაშეთა რეგისტრაციის წესების დაცვას ითვალისწინებს."ჩელსიმ" გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია არ დაკმაყოფილდა და ამის გარდა, "არისტოკრატებს" 600 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრათ.ლონდონური კლუბი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მესამე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.