06:07
10 დეკემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
FIBA მსოფლიო ჩემპიონატი - აშშ-ს ნაკრები სერბეთთანაც დამარცხდა
13-09-2019

ჩინეთში კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უკანასკნელ სათამაშო დღეს მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები ერთმანეთს მეხუთედან მერვე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთხელ მოულოდნელი გამოდგა ამერიკის შეერთებული შტატების მარცხი.

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ძალიან კარგი გუნდია და მუნდიალის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა მეოთხედფინალიდან გამოვარდა, ამჯერად კი მეხუთე ადგილისთვის იბრძვის. სერბეთმა აშშ-ს 94-89 მოუგო. აღსანიშნავია პირველი და მეორე მეოთხედი, საწყისი პერიოდი სერბეთმა აშშ-ს 32 - 7 მოუგო, ხოლო მეორეში ამერიკელებმა დაქაჩვა შეძლეს და მეტოქეს 33-12 სძლიეს.

მეორე მატჩი პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის შედგა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. უკანასკნელ მეოთხედში ჩეხეთის მეტმა მონდომებამ მათ დამაჯერებელი გამარჯვება 94-84 მოაპოვებინა, რაც მათ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები