კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ი და ჯეი ჯგუფებში კი ბოლო შეხვედრები გაიმართა.
საოცარი გამოდგა იტალიასა და პუერტო რიკოს შორის დაპირისპირება, რომელშიც მესამე მეოთხე ადგილი თამაშდებოდა. შეხვედრა უცნაურად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, პუერტო რიკომ ძალიან კარგად დაიწყო და უკვე მესამე მეოთხედის შუაში მეტოქეს 26 ქულიანი უპირატესობით ამარცხებდა. მიუხედავად ამისა, იტალიელთა დუეტის, ბელინელისა და გალინარის თაოსნობით აპენინელებმა დაქაჩვა შეძლეს, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 83-83 მორჩა, ხოლო ოვერტაიმში 11-6 მოიგეს და შხვერდის გამარჯვებულებიც გახდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მარკო ბელინელი დასახელდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა.
დღის ცენტრალური შეხვედრაში ესპანეთმა სერბეთი 82:69 დაამარცხა. პირველი პერიოდი სერბებმა შვიდი ქულით მოიგეს, გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ესპანელებმა 32:17 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზეა, რომელსაზე ყველაზე მაღალი 36 მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. ესპანეთში 19 ქულით საუკეთესო რიკი რუბიო იყო, მარკ გასოლს 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა. ამ გამარჯვებით სკარიოლოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 1/4-ფინალში ესპანეთი პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელიც არგენტინასთან 91:65 განადგურდა.