მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის უმთავრესმა ფავრიტმა აშშ-ს ნაკრებმა იაპონია გამანადგურებელი სხვაობით 98-45 დაამარცხა. ეს მოგება ჯგუფში მესამე გახლდათ, აშშ კი 6 ქულით პირველ ადგილს არავის უთმობს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი დასახელდა, რომელმაც 22 წუთში 20 ქულის 7 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა კემბა უოლკერმა, რომელმაც 15 ქულას 2 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ასევე გამანადგურებელი სხვაობით იმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც დომინიკის რესპუნლიკა 90-56 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც 16 წუთში 15 ქულა 1 მოხსნა და 3პასი მოაგროვა. საფრანგეთი 3 დან 3 მოგებით ჯი ჯგუფის ლიდერია.
ძალიან საინტერესო მატჩი შედგა ლიტვასა და ავსტრალიას შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 87-82 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია მთელი 3 მეოთხედის განმავლობაში დაახლოებით 10 ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებდა, ლიტველებმა ბოლო მეოთხედში გათანაბრება შეძლეს, გამარჯვებისთვის კი ძალა აღარ ეყოთ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აარონ ბეინსი დასახელდა, რომელმაც 21 ქულით 2 პასით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ამ მოგებით ავსტრალიამ მესამე მატჩი მოიგო და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო ლიტვა მეორე ადგილზე დამკვიდრდა.